აკაკი წერეთელი და გორი
...ის, რომ აკაკი წერეთლის კვირეული იაკობობას დაემთხვა შემთხვევითი არაა, და არც ის რომ ოქტომბრის ბოლო კვირას იაკობის და აკაკის დაბადებიდან 170 წელს ვზეიმობთ - ორივე ხომ საქართველოს ბუმბერაზი ადამიანია... სანამ საქართველოს ჰყავს იაკობი და აკაკი, სანამ თაობები იზრდებიან იაკობის დედა-ენით და აკაკის შეგონებებით ქართული გენი არ გადაჯიშდება, საქართველო არ მოკვდება!
მესტვირული
გორო, ქართლის შუაგულო
მეთაურო ქართლისაო,
ადრე ღირსად წამებულო,
დღესაც მთქმელო მართლისაო!
ძირს გორის-ჯვარი დაგყურებს,
მაღლით თვალი უფლისაო,
ერთგულო და საიმედო
წილხვედრის ღვთისმშობლისაო!
ძველად მისთვის სისხლის მღვრელო.
დღეს ცრემლის და ოფლისაო;
ტყვის დამხსნელად მონამზადო,
საიმედოვ ობლისაო!
გამხნევდი, გაგვილომგულდი,
მუხლი მოიბი მგლისაო,
გაჰკაფე, გადაიარე
გრძელი გზა მომავლისაო.
დასთესე თესლი კეთილი,
შესარგო მამულისაო,
და ნახავ ნამგლის ტრიალსა
“ჰოპუნით” მომკელისაო.
აკაკი წერეთელი - გორი
1884 წ.
1881 წელი
12 თებერვალი - ,,დროებაში“ ქვეყნდება ცნობა გორში სცენისმოყვარეთა მიერ აკაკის დრამის ,,კუდურ-ხანუმის“ დადგმის განზრახვის შესახებ.
აპრილი - „იმის ლექციები ვეფხისტყაოსანზე დიდძალ ხალხს იზიდავდა. სხვათა შორის გორშიაც წაიკითხა... ლექციას დიდძალი ხალხი დაესწრო. შემდეგ დიდებული ნადიმი გაუმართეს (ს.მგალობლიშვილი).
2 მაისი - გორის ადგილობრივი ადმინისტრაცია კრძალავს აკაკის პიესის’’კუდურ ხანუმის“წარმოდგენას(„დროება“).
გაზეთ „კავკაზის კურიერში ერთს ძნელად დასაჯერებელ ამბავს იწერებიან გორიდან: ვითომც იქაურ მთავრობას ქართულ სცენის მოყვარეთათვის ნება არ მიეცესთ აკაკი წერეთლის დრამმის „კუდურ-ხანუმის“ წარმოდგენისა, რადგან იმ დრამმაში, მთავრობის წარმომადგენელმა სთქვა,
,,ნაზირ ფაშაში ერთი ჩემი ნათესავია გამოხატულიო“.
1882წელი
13-16 მარტი - ნიკო დიასამიძის მოწვევით აკაკი გორში იმყოფება, სადაც მართავს ლიტერატურულ საღამოებს, კითხულობს ლექციას „ვეფხისტყაოსანზე“, ლექსებს.
15 მარტი - „ქალებმა გაუკეთეს ვახშამი გორის კლუბში, სადაც დაესწრო ჩვენ მიერ პატივცემული მაზრის უფროსი თ. რ. ერისთავი, რომელმაც მხურვალე სიტყვა წარმოსთქვა და დაგვიხატა ჩვენი მდგომარეობა“.
მარტის-16 - გაუკეთეს სადილი პოეტს გორის ქართველმა ახალგაზრდობამ, სადილზე იყვენენ ზოგიერთი სომხებიც. აქაც სადღეგრძელოებს, შესხმებს არ ქონდა დასასრული...
სადილის შემდეგ მოახლოვდა თუ არა მატარებლის დრო, ყველანი ქალნი და კაცნი მივედით სასტუმროსთან, სადაც სადილიდამ წავიდა აკაკი...მ ყიფიანმა... წარმოსთქვა მგრძნობიელი სიტყვა, რომლითაც გააცნო საზოგადოებას თუ ვინ არის აკაკი და რა ღვაწლი მიუძღვის საქართველოსადმი.
მინამ ორთქმავალი წავიდოდა ,,ურას“ და ,,მრავალჟამიერის“ ხმა არ შეწყვეტილა. ვაგზლის მეიდანი ხალხით აივსო (ს.მგალობლიშვილი, ,,დროება’’).
19 მაისი - აკაკი გაზეთ ,,შრომას“ №19 ბეჭდავს (,,ბატონო რედაქტორო“) წერილს რედაქტორისადმი - გორის სამასწავლებლო სემინარიის მიხეილ ყიფიანის შესახებ გაზეთში გამოქვეყნებული ყალბი ცნობების წინააღმდეგ:
- ვინც კი შორიდან ან ახლოდან იცნობს ამ კაცს, ბევრს დაუჯერებს ამ კორესპონდენციას და ვინც არ იცნობს, მათ მხოლოდ ამას ვეტყვი, ღმერთო, ადრე მოგვიახლოვე ის დრო როდესაც ამისთანა კაცები და მასწავლებლები როგორიც არის ბ.ყიფიანი, სასაყვედურო იქნებიან“
1884 წელი
,,თებერვლის 5-6-ს ქ.გორში იყო შესნიშნავი კრება გორის მაზრის თავადაზნაურობისა. განსახილველი იყო ფრიად დიდი კარდინალური საკითხი: დაარსდეს სათავადაზნაურო გიმნაზია და შესდგეს ამისთვის თანხა... დიდძალი ხალხი დაესწრო კრებას. ტფილისიდან ამ დღისთვის მოვიდნენ აკაკი, ვანო მაჩაბელი და გიორგი წერეთელი (ს მგალობლიშვილი).
28 თებერვალს - გაზეთი ,,დროება“ (№41) ბეჭდავს ლექსს ,,მესტვირული“ (,,გორო ქართლის შუაგულო“...)
როლელიც აკაკიმ თებერვლის დასაწყისში გორში ყოფნის დროს დაწერა.
1 ოქტომბერს - ესწრება ქართლში სოფელ ხელთუბანში სკოლის კურთხევას და წარმოსთქვამს სიტყვას.
,,ეს კარგი ჩაგონება იყოვო“ , ამბობენ გლეხები, როცა აკაკიმ დაასრულა თავისი მადლიანი და გონივრული სიტყვა (,,დროება“).
1987წელი
22 აპრილი - ქართული დრამატული დასი გორში მართავს ,,თამარ-ცბიერის“ წარმოდგენას, რომელსაც ესწრება აკაკი. წარმოდგენის შემდეგ სტუმართა პატივსაცემად იმართება სადილი.
,,ჩვენი საყვარელი პოეტი აკაკი ავტორი ,,თამარ-ცბიერისა“ ხელით გამოიყვანეს ქუჩაში და იქ ფაიტონში ჩასვევს. საზოგადოებამ ღირსეულად პატივი სცა აკაკის და არტისტებს (,,ივერია“).
1888 წელი
5 თებერბალი - გორელი სცენის მოყვარენი მართავენ საღამოს წარმოადგენენ ა.ცაგარელის კომედიას ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და აკაის ,,ბუტიაობას“ (,,ივერია“).
1894 წელი
3 ივნისი აკაკი გორშია.სიტყვას წარმოსთქვამას გორის მარშლის ივანე სულხანიშვილის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე .
10-11 აპრილი - ესწრება გორის მაზრის თავადაზნაუღთა ყრილობას (ს.მგალობლიშვილი).
1912 წელი
18 ივლისი - ქუთაისში გზად მიმავალ აკაკის გორის სადგურზე შეხვედრა სუწყობენ დუტუ მეგრელი გაზეთ ,,ქართლის“ ქარმომადგენლები ზ.ქიტიაშვილი და ა. კვალიაშვილილი.
,,... დასახელებულმა პირებმა სთხოვეს აკაკის მოკლე დროში , როცა შესძლებლად დაინახავს ნახოს გორი... აკაკი დაჰპირდა მათ, ეცდება შეასრულის მათი თხოვნა ( ,, სახალხო გაზეთი“).
1913 წელი
2 ნოემბერს - მონაწილეობს სიკო ფაშალიშვილის სასარგებლოდ გორში გამართულ ლიტერატურულ საღამოში.
,, რადგან გარემოება ისე მოეწყო რომ, გორელებმა ვერ მოახერხეს იუბილე გადაეხადათ მგოსან აკაკისთვის მის 50 წლის ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო სამწერლო ასპარეზზე , მის მოსვლას გორში თითქმის იუბილის ელფერი მიეცა. მგოსანს მოელოდნენ 2 ნოემბერს შუადღისას, მაგრამ იმ დღეს წერილი მოვიდა: გველოდეთ მეორე მატარებელზეო... მგოსანი მობრძანდა 6 საათზე. სადგური მაიც გაჭედილი იყო ხალხით. ყველა აღფრთოვენებით შეეგება მგოსანს მიართვეს თაიგული. პაწია მოწაფენი ყვავილებს უფენდნენ წინ. სადგურიდან მგოსანი ან. ერისთავ-ხოშტარიასთან გაემგზავრა სადაც შეისვენა საღამოს დაწყებამდე. საღამო გახსნა ახალგაზრდა ლექტორმა ს.დადიანმა შინაარსიანი ლექსი წაიკითხა მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე და განსაკუთრებით აკაკი წერეთელზე და რაფიელ ერისთავზე... სცენაზე გამოდის აკაკი, დარბაზი გრიალებს... საღამოს შემდეგ ინტელიგენციამ აკაკის ვახშამი გაუმართა (,,სახალხო გაზეთი“).
3 ნოემბერის - გორში ესწრება ადგილობრივ ქართველ ქალთა წრის ,,მანდილოსნის“ წევრთა საზოგადო კრებას.
კვირას , 3 ნოემბერს მოხდა ,, მანდილოსნის “ წევრთა საზოგადო კრება, სცენაზე მაგიდას შემოსხდომიან აკაკი, ნ.ლომოური, ან. ერისთვავ- ხოშტარია, კნ. ა. ამილახვრისა და სხვა. დარბაზი სმენად გადაიქცა .ფეხზე დგება აკაკი. იგი მოკლე მგრძნობიარე სიტყვით მიმართავს დამსწრეთ: გული მიკვდებოდა, ქალებს რომ აქნობამდე ძილითშეპყრობილთ გხედავდით, მაგრამ ეხლა მოხარული ვარ, რომ აქ შეკრებილხართ არა უმიზნო და არა ლოტოს სათამაშოდ, არამდ საზოგადო საქმიანობისთვის. 50 წელია დაკვირვებული ვარ ჩვენს საქმიანობას, და დავრწმუდნი, რომ იგი ძალიან ნელის ნაბიჯით მიდის წინ. ეს იმიტომ, რომ ამ საქმიანობაში მხოლოდ მამაკაცები იღებენ მონაწილეობას. რომ საქმე კარგად წარიმართოს, საჭიროა საზოგადო საქმეში დედაკაცებს დახმარება ... ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიანთ, თუ თანხმობით იმუშავებთ. ერიდეთ ერთმანეთში უთანხმოებას, მტრობას. ამ უთანხმოებამ, მტრობამ დაღუპა საქართველო და ვიღუპებით დღესაც.
3 საათზე აკაკი დარბაზს სტოვებს, რადგან 4 საათის მატარებლით ტფილისისაკენ მიემგზავრება“ (,,სახალხო გაზეთი“).
Комментариев нет:
Отправить комментарий